ძალოვნები

23 ივნისი 2017, 00:00

პაკელიანის ადვოკატი: ეს ვიდეომასალა პრიკურატურაში უკვე დიდი ხანია არსებობს

“პროკურატურის მოქმედებები არაადეკვატურია. ეს ვიდეომასალა პრიკურატურაში უკვე არსებობს დიდი ხანია“, - აცხადებს შოთა პაკელიანის ადვოკატი გიორგი მახარაძე. ის მიიჩნევს, რომ საგამოძიები ორგანოების რეაგირება დაგვიანებულია .

22 ივნისი 2017, 23:36

შოთა პაკელიანის საქმეზე პოლიციის განყოფილების უფროსი თანამდებოდიდან გაათავისუფლეს

შოთა პაკელიანის შესაძლო ცემასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

22 ივნისი 2017, 22:36

პროკურატურამ შოთა პაკელიანის შესაძლო ცემაზე გამოძიების ფარგლებში ექსპერტიზები დანიშნა

მთავარი პროკურატურის განცხადებით, შოთა პაკელიანის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. საქმეზე დანიშნულია კომპლექსური ფონოსკოპიური და ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა

22 ივნისი 2017, 21:03

სასტუმრო “არმაზის საქმეზე ბათუმის სასამართლოში მოწმეებს მოუსმინეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს სასტუმრო "არმაზის" საქმესთან დაკავშირებით იმსჯელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამართულ პროცესზე ბრალდების სამ მოწმეს მოუსმინეს. მათ ისაუბრეს, იყო თუ არა დაცული სასტუმროში უსაფრთხოების და ხანძარსაწინააღმდეგო ზომები.

22 ივნისი 2017, 20:24

მართვის მოწმობის ასქულიანი სისტემა ძალაში ერთ კვირაში შევა

ზუსტად ერთ კვირაში ძალაში შედის მართვის მოწმობის ასქულიანი სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ დარღვევაზე მძღოლს ქულები აკლდებათ. 100 ქულის განულების შემთხვევაში კი ის ერთი წლის ვადით მართვის მოწმობას ემშვიდობება

22 ივნისი 2017, 18:13

1 ივლისიდან ბათუმის მოვლენების საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების საქმის განმხილველი მოსამართლე პირველი ივლისიდან შეიცვლება და პროცესებს მოსამართლე ლევან გელოვანი წარუძღვება. ბათუმის აქციის საქმეს აქამდე მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავდა. ირაკლი შავაძემ განცხადება უკვე დაწერა და იგი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადადის.

22 ივნისი 2017, 17:38

მოსმენების კანონის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა გაურკვეველი ვადით გადაიდო

საკონსტიტუციო სასამართლო კვლავ გამწესრიგებელი სხდომის ეტაპზეა. დღეს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენელს მოუსმინეს. მოსარჩელე მხარე ამბობს, რომ სააგენტოს პოზიცის მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო დარწმუნდნენ, რომ სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სრულ დაქვემდებარებაშია.

22 ივნისი 2017, 16:34

საბერძნეთთან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინიტრი ეწვია. ნიკოლაოს ტოსკასს ქართველმა კოლეგამ, გიორგი მღებრიშვილმა უმასპინძლა. მხარეებმა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}