imedi /  15 აპრილი 2017, 19:21 / სანდო წყარო

ვაკეში გოგოს ავტომანქანა დაეჯახა

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, ქვეითად მოსიარულე გოგოს ავტომანქანა დაეჯახა. ინფორმაციას ipn.ge ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, შემთხვევა სავაჭრო ცენტრ "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გოგო სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში გადაყვანის მომენტში კონტაქტური იყო, თუმცა, მას პოლიტრავმები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები ()