imedi /  16 აპრილი 2017, 20:11 / სანდო წყარო

ქუთაისის შემოვლით გზაზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისის შემოვლით გზაზე, ახალ ავტობანზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა.

შსს-ის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

კომენტარები ()