imedi /  17 აპრილი 2017, 16:18 / სანდო წყარო

შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1982 წელს დაბადებული გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი - კუსტარული წესით დამზადებული რევოლვერი, მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი და 14 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

კომენტარები ()