imedi /  17 აპრილი 2017, 17:18 / სანდო წყარო

ქედაში ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა

ქედაში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი მცირეწლოვანი გარდაიცვალა, ხოლო 8 ადამიანი დაშავდა. 4 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას ipn ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები ()