imedi /  18 აპრილი 2017, 09:52 / სანდო წყარო

ნარკოდანაშაულისთვის თბილისში ესპანეთის მოქალაქე დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის თბილისში ესპანეთის მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულისგან 4 შეკვრად დაფასოებული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 56 აბი და 7,19793 გრ კანაფის ფისის შემცველი ნარკოტიკი ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

კომენტარები ()