imedi /  18 აპრილი 2017, 11:27 / სანდო წყარო

ავღანეთის მისიაში II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ჩაერთო

ბაგრამის საავიაციო ბაზა
ავღანეთი

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ორი კვირის წინ ჩასულმა ქვედანაყოფმა 32-ე ბატალიონისგან ბაგრამის საავიაციო ბაზისა და მიმდებარე ტერიტორიის დაცვის ამოცანა უკვე სრულად ჩაიბარა. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა.

უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის 32-ე ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ რომან სანიკიძეს „ბრინჯაოს ვარსკვლავი“, ხოლო პირად შემადგენლობას მედლები - „გენერალი კვინიტაძე“ და „სიცოცხლის გადარჩენისთვის“ გადაეცა. ქართულმა მხარემ კი, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ამერიკელი სამხედროები დააჯილდოვა. სამახსოვრო საჩუქები კოალიციური ძალების სხვა წარმომადგენლებმაც მიიღეს.

კომენტარები ()