imedi /  18 აპრილი 2017, 18:59 / სანდო წყარო

აჭარაში 2016 წელს 71 374 მძღოლი დააჯარიმეს

აჭარის რეგიონში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით შედგენილია 71 374 საჯარიმო ქვითარი, ინფორმაციას გაზეთი „ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

თუ რა თანხა იქნა გადახდილი ჯარიმების შედეგად ბიუჯეტში, ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო არ ფლობს.

ჯარიმების თემა 11 მარტის აქციის შემდეგ გააქტიურდა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ჯერ დაჯარიმებულმა, ხოლო შემდეგ დაკავებულმა რამაზ ხიმშიაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში თქვა, რომ იგი ბოლო ორი თვის განმავლობაში დაახლოებით 2 ათასი ლარით უსამართლოდ დააჯარიმეს. 

კომენტარები ()