imedi /  18 აპრილი 2017, 19:06 / სანდო წყარო

ოკუპანტებმა სასაფლაოდან გატაცებული ქართველები გაათავისუფლეს

ოკუპანტებმა, 17 აპრილს მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი არცევის სასაფლაოზე დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე დღეს გამოუშვეს. ისინი გორში სამხარეო პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

ჯარიაშენის მკვიდრები - ლევან ბოლოთაშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი და რეზო სრესელი ოკუპანტებმა გუშინ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს. 

სრესელი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე მეორედ დააკავეს. 

კომენტარები ()