Imedi /  18 აპრილი 2017, 22:08 / სანდო წყარო

ვახტანგ გომელაური სუს-ის ანგარიშს პარლამენტს ხვალ წარუდგენს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხვალ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური მივა. ინფორმაციას Ipn ავრცელებს. 

გომელაური დეპუტატებს სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს.

აღნიშნული დოკუმენტი 13 აპრილს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს, სადაც სუს-ის საქმიანობის თაობაზე დეპუტატებს გომელაურის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე შეხვდა.

საკომიტეტო მოსმენა მედიისთვის ნახევრად დახურულ ფორმატში წარიმართა. 

კომენტარები ()