imedi /  19 აპრილი 2017, 12:55 / სანდო წყარო

მტკვარში 5 დღეა მოკლული კაცის ცხედარს ეძებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები 5 დღეა მტკვარში ახალგაზრდა კაცის ცხედარს ეძებენ. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ახალგაზრდა კაცი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს, ცხედარი კი მდინარე მტკვარში გადააგდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მკვლელობის ფაქტი უკვე გახსნილია და პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. 

შსს-ს ინფორმაციით, ერთი პირი "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლითაა დაკავებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, მეორეს კი ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

კომენტარები ()