imedi /  19 აპრილი 2017, 17:34 / სანდო წყარო

ავარიაში დაშავებული 26 წლის კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

26 წლის ხარაგაულელი კაცი გორის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას ავტომანქანა 10 აპრილს, გვიან ღამით, კარალეთის გზაზე, ავტობანის ხიდთან მაშინ დაეჯახა, როდესაც რესტორან “ნაჭარმაგევიდან“ გამოსული სახლში დაბრუნებას აპირებდა და ავტობანზე ფეხით მიდიოდა.

ავარიის დროს დაშავებულის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაიო ცენტრი ავრცელებს.

პოლიციამ ამ დრომდე ვერც მანქანა დაადგინა და ვერც მისი მფლობელი. 

გარდაცვლილი პროზექტურაში გადაიყვანეს. ახლობლების განცხადებით, სხეულზე მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა. დაზიანებული აქვს თავის ქალაც.

კომენტარები ()