imedi /  20 აპრილი 2017, 01:18 / სანდო წყარო

ქუთაისში მეათეკლასელმა გოგომ თავი ჩამოიხრჩო

ქუთაისში, საკუთარ სახლში მეათეკლასელი გოგო ფარდის საკიდზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

შემთხვევა ორი დღის წინ ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში, საფიჩხიაზე მოხდა. ინფორმაცია Imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მეზობლების განცხადებით, შემთხვევის დროს სახლში გარდაცვლილის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები ()