imedi /  20 აპრილი 2017, 13:48 / სანდო წყარო

სამი პირის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წელი მიუსაჯეს

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ვ.ჯ.-ს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

მოსამართლემ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2016 წლის 28 აგვისტოს საგარეჯოში, წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევ ვ.ჯ.-ს ვალის გამო მეუღლის დეიდაშვილთან  ურთიერთშელაპარაკება მოუხდა, რაც კონფლიქტში გადაიზარდა. იმავე დღეს, ღამის საათებში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული მეუღლის დეიდაშვილის სახლში დაბრუნდა და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა მას და ასევე, სახლში მყოფ ორ პირს.

სამივე პირი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

 

 

კომენტარები ()