imedi /  20 აპრილი 2017, 14:50 / სანდო წყარო

ფოტორეპორტიორების საქმის სააპელაციო გადასინჯვა მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე, ჯაშუშობის ბრალდებით, განაჩენის გადასინჯვა დაიწყო. ახალი გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ მათ დაკავებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონია. ამ წუთებში პროკურორი შესავალი სიტყვით გამოდის. მისი განმარტებით, 2011 წელს ფოტორეპორტიორები უკანონოდ დააკავეს და გაასამართლეს. 

საქმეზე 20 მდე მოწმის დაკითხვა იგეგმება. პროცესს დაზარალებულის სტატუსით ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე ესწრებიან. ყოფილი პატიმრები რეაბილიტაციას ითხოვენ.

კომენტარები ()