imedi /  21 აპრილი 2017, 09:24 / სანდო წყარო

თბილისის ინტერპოლმა ბაქოს ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

შსს-ს თბილისის ინტერპოლისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბაქოს ინტერპოლის მიერ 2015 წლის ნოემბრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე თბილისში დააკავეს.

მას ბრალი ედება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდებას გულისხმობს.

ამ დროისთვის დაკავებული პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

კომენტარები ()