imedi /  21 აპრილი 2017, 11:38 / სანდო წყარო

საგამოძიებო სამსახურმა კუსტარულად დამზადებული 20 სათამაშო აპარატი ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შიდა ქართლსა და აჭარაში 6 მოქალაქის მიმართ, სათამაშო აპარატების განთავსების და ფუნქციონირების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

გამოძიების ცნობით, ქალაქ ხაშურში, ბათუმსა და ქობულეთში, სხვადასხვა პირებს, ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებში, შესაბამისი ნებართვის გარეშე ჰქონდათ განთავსებული კუსტარულად დამზადებული სათამაშო აპარატები, რაც მოქალაქეებს, შემთხვევითობის პრინციპით აძლევდა მიზერულ მოგებას, ხოლო მისი მფლობელები იღებდნენ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს. 

საგამოძიებო სამსახურმა ნივთმტკიცების სახით  20 სათამაშო აპარატი ამოიღო.
 

კომენტარები ()