imedi /  21 აპრილი 2017, 20:39 / სანდო წყარო

ახალციხეში ავტოავარიისას 5 ადამიანი დაშავდა

შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა:  ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს

შეჯახებისას დაშავებული ხუთი ადამიანი სასწრაფო დახმარების სამსახურმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანა.

"14 წლის გოგონას გატეხილი აქვს ცხვირის ძვალი, მამაკაცს ხელის ძვალი, ქალბატონს კი თავის ზედაპირული ტრავმა აქვს ჭრილობებით. სერიოზული არცერთი არ არის. ამბულატორიულ დაკვირვებას გადიან და გავწერთ ბინაზე", – განუცხადეს გამოცემას კლინიკა "იმედში".

სერიოზული დაზიანებები არც ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეყვანილ დაშავებულებს ჰქონდათ.

შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები ()