19 ივნისი 2017, 08:08 / სანდო წყარო

ვარკეთილში 41 წლის კაცი დანით მოკლეს

შემთხვევის ადგილი

ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში 41 წლის კაცი ცივი იარაღით მოკლეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ დაჭრილი საავადმყოფოში დაახლოებით 10-ის ნახევარზე უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და მას შემავალი ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. მათი განცხადებით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები ()