Imedi /  19 ივნისი 2017, 10:36 / სანდო წყარო

ბახალას სასამართლო სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს

გიორგი გიორგანაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, "ბახალას" სასამართლო პროცესი დაიწყო. მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავება. სხდომა გიორგი გიორგანაშვილის ოჯახის წევრების და მეგობრების აქციის ფონზე მიმდინარეობს. მათი მტკიცებით, მსახიობს ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცველებმა ჩაუდეს და ის რეპრესიული ნარკოპოლიტიკის კიდევ ერთი მსხვერპლია, დაკავება-გამოძიების დროს კი, არაერთი დარღვევა დაფიქსირდა, რაზეც რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა. ისინი საზოგადოებას გაერთიანებისკენ და დაკავებულის გვერდით დგომისკენ მოუწოდებენ.

"8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის, ისევე, როგორც უამრავი სხვა, არის მსხვერპლი და ეწირება დრაკნოულ და გამანადგურებელ, ადამიანისთვის ღირსების შემლახავ კანონმდებლობას", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკა ხოჭოლავამ.

გიორგი გიორგანაშვილი 25 იანვარს დააკავეს.

კომენტარები ()