Imedi /  19 ივნისი 2017, 12:12 / სანდო წყარო

ქუთაისში ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს

ქუთაისში ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს. ყაჩაღობა საფიჩხიაზე, 26 მაისის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ორმა ნიღბიანმა მძღოლი იარაღის მუქარით გადმოსვა და მანქანა გაიტაცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მანქანა უკვე ნაპოვნია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები ()