imedi /  19 ივნისი 2017, 14:10 / სანდო წყარო

ბათუმში ველოსიპედისტს ავტომობილი დაეჯახა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე (დელფინარიუმთან), მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედისტს დაეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ველოსიპედისტი, დაახლოებით 45 წლის კაცი, მძიმე დაზიანებებით გადაყვანილია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს მუხლით "ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება".

კომენტარები ()