imedi /  11 ივლისი 2017, 15:08 / სანდო წყარო

პროკურორი: დეკანოზი შპს-ებში მამაოდ იყო გაფორმებული და ხელფასს და პრემიებს იღებდა

„ბრალდებული დეკანოზი სხვადასხვა შპს-ებში იყო მამაოდ იყო გაფორმებული და სხვადასხვა ოდენობის ხელფასს, ხოლო საახალწლოდ კი პრემიებსაც იღებდა“, - ამის შესახებ, დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.

პროკურორმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი პროცესზე დაკითხულმა ერთ-ერთი შპს-ს დირექტორმა დაადასტურა. ბრალდების თქმით, ნაცვლად სასულიერო მოღვაწეობისა, დეკანოზი დაკავებული იყო გამდიდრებით. 

პროკურორის განცხადებას დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გამოეხმაურა. „შპს-ის დამფუძნებლები, დირექტორები გამიგია, მაგრაფ შპს-ს მამაო არა“,- ამბობს ადვოკატი.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, კომპანიის დირექტორი, რომელიც დეკანოზს ყოველთვიურად თანხას ურიცხავდა, ქველმოქმედებას ეწეოდა/

პროკურორის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ასევე მოწმე სოსო ნადარეიშვილი, რომლისგანაც საქმის მასალების მიხედვით, ციანიდამდე დეკანოზი გველის შხამს ითხოვდა. პროკურორი ამბობს, რომ როდესაც ნადარეიშვილმა შხამის ჩამოტანის რთული საბაჟო პროცედურები განუმარტა, დეკანოზი გველის შხამით აღარ დაინტერესებულა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

კომენტარები ()