imedi /  12 ივლისი 2017, 17:13 / სანდო წყარო

უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოვლინდა

ამოღებული უკანონო ნივთები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების შემცველი უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაცია დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

მოქალაქეები აკრძალული იარაღების საშუალებით - ე.წ. ელექტროშკური აპარატით, სხვადასხვა ტიპის სახლართი ბადეებითა და ასაფეთქებელი საშუალებებით ახდენდნენ უკანონო თევზჭერას.

ამოღებული და დალუქულია თევზჭერისთვის აკრძალული იარაღები. შედგენილია შესაბამისი აქტები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის ორგანოში.

კომენტარები ()