Imedi /  13 ივლისი 2017, 11:02 / სანდო წყარო

იზორია: რუსეთთან პირდაპირი დიალოგი გამორიცხულია

ლევან იზორია

ჩვენ არ ვთვლით მიზანშეწონილად პირდაპირ დიალოგს რუსეთთან იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისკენ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.

ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

მისი თქმით, დიალოგი მხოლოდ საერთაშორისო ფორმატით უნდა გაგრძელდეს.

"საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში უნდა მოხდეს დიალოგის გაგრძელება და იმ კონკრეტული შედეგის მიღწევა, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. პირდაპირი დიალოგის ფორმატი გამორიცხულია, გამომდინარე იმ ქმედებებიდან, რომელიც მიმდინარეობს", - განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები ()