imedi /  14 ივლისი 2017, 08:10 / სანდო წყარო

ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ

საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. პროცესი საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე დაინიშნა. ინფორმაციას Ipn პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრალდების მხარე მერიის თანამშრომლის პატიმრობას მოითხოვს.

ოთარ აბესაძეს ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წაუყენეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფეს მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი, 3 000 აშშ დოლარი მოითხოვა. მან მოქალაქეებს განუმარტა, რომ არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო, სამუშაოების დაწყება შეეძლოთ და ჯარიმებიც არ იქნებოდა.

კომენტარები ()