imedi /  14 ივლისი 2017, 11:26 / სანდო წყარო

შსს: ქართული მარშის დროს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დღეს დაგეგმილი „ქართული მარშის“ დროს უსაფრთხოების ზომების დაცვაზე განცხადებას აკეთებს. 

„პოლიცია დაიცავს მართლწესრიგს და იმოქმედებს კანონის ფარგლებში. მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ზომები“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

”ქართველთა მარში” დღეს საღამოს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გაიმართება. აქცია-მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე, #24-ე სკოლისა და რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 20:00 საათზე დაიწყება და  მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება.

კომენტარები ()