imedi /  17 ივლისი 2017, 11:33 / სანდო წყარო

2,5 კგ ოქროს ნაკეთობების საზღვარზე გადატანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, „წითელ ხიდთან“ აზერბაიჯანის მოქალაქე დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობის გადატანის ფაქტზე დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, საბაჟო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო წესის დარღვევით, დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობების გადატანას ცდილობდა. ავტომანქანაში მოწყობილი  სამალავებიდან, ამოღებულ იქნა, ჯამში, 2,5 კგ ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება  148 000 ლარს შეადგენს“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წელს 13,5 კილოგრამი ოქროს ნაწარმი ამოიღო, რომლის საერთო ღირებულება  910 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები ()