imedi /  17 ივლისი 2017, 16:00 / სანდო წყარო

დეზერტირების ბაზარში ხანძარი ლოკალიზებულია

ამ წუთებში ცეცხლის კერების საბოლოო ლოკალიზება ხდება. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ოთხი სამაშველო და რვა სახანძრო ბრიგადა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ბაზრის ტერიტორიაზე არსებულ საწყობებს გაუჩნდა. ხანძრით გამოწვეული ზარალის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები ()