imedi /  17 ივლისი 2017, 15:51 / სანდო წყარო

ხონის ტყეში მონადირებმა დაჭრილი კაცი იპოვეს

ხონის რაიონის, სოფელ ივანდიდის ტყეში მონადირეებმა დაჭრილი ახალგაზრდა კაცი ოპოვეს. ინფორმაციას სააგენტო „პირველი“ ავრცელებს. თვითმხილველები ამბობენ, რომ კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება ჯანმრთელობის ნაკლებად განძრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის დაკარგვასთან.

კომენტარები ()