imedi /  17 ივლისი 2017, 17:43 / სანდო წყარო

უზნაძის ქუჩაზე მოკლული გოგო ბიძაშვილთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც ამ დრომდე ვერ პოულობენ

უზნაძის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრების ინფორმაციით, მოკლული გოგო დეიდის სახლში, ბიძაშვილ ბიჭთან ერთად ცხოვრობდა, ბიძაშვილს კი ამ დრომდე ვერ პოულობენ. 

Ipn-ის ცნობით, ბიჭი დაკარგულია და მას ვერ უკავშირდებიან. მეზობლების განმარტებით, გარდაცვლილი გოგო ბიძაშვილის მეგობრებმა იპოვეს, რომლებიც თავად ამ ბიჭს ეძებნდნენ. 

მეზობლებისვე ინფორმაციით, დეიდა, რომლის სახლშიც ახალგაზრდა გოგო ცხოვრობდა, ამჟამად ფოთშია და ახალგაზრდების ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც დეიდა მათ ვერ დაუკავშირდა. 

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ და მათ ტერიტორია შემოსაზღვრული აქვთ. 

კომენტარები ()