imedi /  17 ივლისი 2017, 18:00 / სანდო წყარო

თათია დოლიძე პოლიციაში გამოკითხვაზეა

თათია დოლიძე

თათია დოლიძე შსს-ს ქალაქის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. დოლიძე სამმართველოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა და შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით თათია დოლიძეს საგამოძიებო უწყებისთვის თავად არ მიუმართავს.

საქმე ეხება „ქართული მარშის“ აქციის მონაწილეების სახელით თათია დოლიძის ერთ-ერთ სტატუსზე დაწერილ მუქარებსა და შეურაცხმყოფელ კომენტარებს.

კომენტარები ()