imedi /  18 ივლისი 2017, 00:25 / სანდო წყარო

დეკანოზის საქმის განხილვა დღეს განახლდება

დეკანოზი გიორგი მამალაძე

18 ივლისს დეკანოზის საქმის არსებითი განხილვა განახლდება. ამის შესახებ 1tv წერს. 

ბრალდებულის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განმარტებით, დასაკითხია კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი და ასევე, საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი გამომძიებლებთან ერთად, რომლებიც  პროცესზე დაიკითხებიან. 

ამასთან, რამიშვილის განმარტებით, პროცესზე მოხდება იმ მტკიცებულებების გამოკვლევა, რომლებიც დაკავშირებულია აუდიოჩანაწერებთან და ყველა საპროცესო დოკუმენტაციასთან. 

წინა სასამართლო სხდომაზე, 14 ივლისს დაზარალებული შორენა თეთრუაშვილი და რამდენიმე სასულიერო პირი დაკითხეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

კომენტარები ()