imedi /  06 აგვისტო 2017, 11:39 / სანდო წყარო

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი - 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ი. და 1979 წელს დაბადებული ე.ა. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა, ე.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, 104 შეკვრად დაფასოებული, 9,2407 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. გ.ი.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 19 შეკვრად დაფასოებული,1,6119 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას ე.ა., ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება ე.ა.-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ხოლო გ.ი.-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები ()