imedi /  06 აგვისტო 2017, 12:26 / სანდო წყარო

რუსთავში მტკვარში გადავარდნილ კაცს ეძებენ

რუსთავში 53 წლის მამაკაცს ეძებენ. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში გადახტა და დინებამ წაიღო. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა.

კომენტარები ()