imedi /  06 აგვისტო 2017, 13:11 / სანდო წყარო

ქუთაისში ავტოავარიას მეეზოვე ქალი ემსხვერპლა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ქუთაისის „სპეციალური სერვისების“ თანამშრომელი გარდაიცვალა. 60 წლამდე ასაკის ქალს მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის ქუჩას გვიდა. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

,,სწრაფად მოდიოდა მანქანა და ქალს, რომელიც ქუჩას ასუფთავებდა, დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა“, - აცხადებენ თვითმხილველები.

შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე, გამყოფი ზოლის პირზე მოხდა. გარდაცვლილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ექსპერტიზა უტარდება ავტომობილის მძღოლსაც.

როგორც ,,სპეციალური სერვისების“ დირექტორის მოადგილე არჩილ ჭავჭანაძე აცხადებს, გარდაცვლილი ქალი სოციალურად დაუცველი და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო.

კომენტარები ()