imedi /  07 აგვისტო 2017, 18:45 / სანდო წყარო

ავტობანზე მომხდარ ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

გორთან, ავტობანზე მომხდარ ავარიას 21 წლის კაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს კუთვნილი ავტომობილი ავტობანზე ავარიულ ზოლში ჰყავდა გადაყვანილი და საბურავს ცვლიდა, როდესაც მას მიკროავტობუსი დაეჯახა. ინფორმაციას Ipn-ი ავრცელებს.

ავარიის შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღო ორმა პირმა, რომლებსაც შესაბამის სამედიცინო დახმარება უტარდებათ. 

შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულია ავარიაში მონაწილე მძღოლი, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები ()