imedi /  08 აგვისტო 2017, 13:36 / სანდო წყარო

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ანაკლიაში ირანის მოქალაქე დააკავა

პოლიციამ ანაკლიაში ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული ფ.ა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

პოლიციელების ცნობით, ფ.ა.-ს დაკავების ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, სავარაუდოდ, ნარკოტიკის შემცველი 7 აბი, 1 შეკვრად დაფასოებული ფხვნილი და 2 შეკვრად დაფასოებული დაუდგენელი ნივთიერება.

პოლიციამ ანაკლიაში, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასევე ამოიღო სხვადასხვა ფერის და დასახელების 51 აბი და აბის ნატეხები. ნარკოლოგიური შემოწმებისას, დაკავებულს ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. 

7 აგვისტოს პოლიციამ განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის 1981 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე ს.რ. ასევე ნარკოდანაშაულისთვის დააკავა.

ორი დღით ადრე კი პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის განმუხურში ხუთი პირი დააკავა.

კომენტარები ()