imedi /  08 აგვისტო 2017, 16:26 / სანდო წყარო

შსს-მ განმუხურში ნარკოდანაშაული გახსნა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ბ.კ. ნარკოდანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი 2 ფირფიტა 28 დანაყოფით, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ბ.კ.-ს მარიხუანის, ამფეტამინის, მეტამფეტამინის და „მდმა“-ს მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები ()