imedi /  08 აგვისტო 2017, 22:49 / სანდო წყარო

მთაწმინდის მოსახლეობა ხანძრის გამო დახმარებას ითხოვს

ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის არეალი გაიზარდა.  ipn-ის ცნობით, ცეცხლი წიწვოვან ხეებს უკიდია. ხანძარი ახლოსაა დასახლებულ პუნქტებთან, რის გამოც ბელინსკის ქუჩის მცხოვრებლები დროულ რეაგირებას მოითხოვენ. მათი ნაწილი სახლებიდან გამოსულია. 

ადგილზე არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადა და შს სამინისტროს წარმომადგენლები. რთული რელიეფური პირობებიდან გამომდინარე ამ დრომდე სამაშველო სამსახურს სამაშველო ოპერაცია არ დაუწყია. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძარი მთაწმინდაზე სწრაფად ვრცელდება, ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და საჭიროების შემთხვევაში, საქმეში ვერტმფრენებიც ჩაერთვება. 

ხანძარი  მთაწმინდაზე „ეშმაკის ბორბალს“ უახლოვდება.

კომენტარები ()