imedi /  08 აგვისტო 2017, 23:27 / სანდო წყარო

ნარმანია: ხანძრის გამო მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

თბილისის მერი დავით ნარმანია მთაწმინდაზეა და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა. 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ცეცხლი ტყის მასივს ისეთ ადგილზე უკიდია, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. დავით ნარმანიას ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და, შესაძლოა, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთოს.

კომენტარები ()