imedi /  09 აგვისტო 2017, 00:11 / სანდო წყარო

მთაწმინდაზე ხანძარი ლოკალიზებულია

მთაწმინდაზე ხანძარი ლოკალიზებულია, ამის შესახებ საგანგებო სიტუაციათა სამსახურში imedinews-ს განუცხადეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე  მერაბ მალანიას თქმით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა.

ამ დრომდე ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი. სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

მთაწმინდაზე იმყოფება თბილისის მერი დავით ნარმანია, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მერობის კანდიდატი კახა კალაძე, პარლამენტარები და ოპოზიციის წარმომადგენლები. 

ხანძარი მთაწმინდის პარკსა და ვერეს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე 22:00 საათისთვის გაჩნდა. ცეცხლი ტყის მასივს მოედო. ხანძრის განმომწვევი კონკრეტული მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები ()