imedi /  09 აგვისტო 2017, 00:45 / სანდო წყარო

შსს-მ მთაწმინდაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთაწმინდაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ შს მინისტროს მოადგილე მერაბ მალანიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, როგორც მერაბ მალანიამ განმარტა, „ვერსია უამრავია, თუმცა ყველაფერს გამოძიება დაადგენს“.

კომენტარები ()