imedi /  09 აგვისტო 2017, 15:01 / სანდო წყარო

19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში შესაძლოა მეორე პირის ბრალეულობა გამოვლინდეს

რობერტ ახალაია

ამის შესახებ მკვლელობაში ბრალდებულის, რობერტ ახალაიას ადვოკატი აცხადებს. ოლგა გეჯაძე ამბობს, რომ ბრალდებულ ახალაიას აღიარების მიუხედავად, გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ მოკლულის ბიძაშვილი რეალურ მკვლელს მფარველობდეს, თუმცა ვიდრე გამოძიება არ დასრულდება ეს ინფორმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

მოკლულის ბიძაშვილს, რომელსაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობა ედება ბრალად ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად ექსპერტიზა ჩაუტარდა. დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. 

17 ივლისს, უზნაძის ქუჩაზე 19 წლის ანა ხელაძის ცხედარი იპოვეს, მას ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ხელაძის ბიძაშილი ფოთში დააკავეს.

ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები ()