imedi /  09 აგვისტო 2017, 15:29 / სანდო წყარო

ზუგდიდში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდში ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ რუხში მოხდა. თვითმხილველების განმარტებით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრაოვი ორი მსუბუქი მარკის ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი პირი, რომლებიც ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი მაშინ გარდაიცვალა, როცა ოპერაცია უტარდებოდა.

შსს-ს ინფორმაციით საქმე სსკ-ის 276-ე მუხლითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის საუფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები ()