imedi /  10 აგვისტო 2017, 12:01 / სანდო წყარო

შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1938 წელს დაბადებული პირი, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, "მაკაროვის" კონსტრუქციის 2 პისტოლეტი და 12 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები ()