imedi /  10 აგვისტო 2017, 16:43 / სანდო წყარო

ვახუშტის ხიდზე ავარიაში მოყოლილი მოტოციკლისტი გარდაიცვალა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მოტოციკლისტი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაუდასტურეს.

საავადმყოფოს ადმინისტრაციის ცნობით, დაღუპული მოტოციკლისტის იდენტიფიცრება ჯერ არ მომხდარა.

ცოტა ხნის წინ ერთმანეთს მოტოციკლი და მერსედესის მარკის მინივენი შეეჯახნენ. ავტომობილის მგზავრებს სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ.

ადგილზე საპტრულო პოლიციის ჯგუფები მუშაობენ. მომხდარის გამო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა შეფერხდა.

კომენტარები ()