imedi /  10 აგვისტო 2017, 18:08 / სანდო წყარო

შავშვები-ახალსოფლის მონაკვეთზე ხანძარი ლოკალიზებულია

შავშვები-ახალსოფლის მონაკვეთზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. მეხანძრეები მის ჩაქრობას დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ხანძრის შედეგად დამწვარია 20 ჰექტრამდე სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი. 

ხანძრის სხვა ტერიტორიებზე გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

ერთ-ერთი ვერსიით, სახნავ-სათესს ცეცხლი მიწის მფლობელმა მოსავლის აღების შემდეგ წაუკიდა.

 

 

 

 

კომენტარები ()