imedi /  10 აგვისტო 2017, 20:46 / სანდო წყარო

ქუთაისში სავაჭრო ცენტრის დაცვის თანამშრომელს სცემეს

ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ დაცვის თანამშრომელს სცემეს. თვითმხილველის თქმით, დაცვის თანამშრომელს ხუთი ახალგაზრდა გაუსწორდა. ამის შესახებ 1tv წერს.

ნაცემ მამაკაცს ფეხი აქვს მოტეხილი და სხვა დაზიანებებიც აღენიშნება. ინციდენტის მიზეზად სავარაუდო ქურდობის ფაქტი სახელდება.

თვითმხილველის თქმით, ახალგაზრდები ერთ-ერთ მაღაზიაში ნივთის მოპარვას ცდილობდნენ, რაშიც მათ ხელი დაცვის თანამშრომელმა შეუშალა. ნაცემი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სააგენტო ipn-ის ცნობით, შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები ()