imedi /  11 აგვისტო 2017, 13:52 / სანდო წყარო

ოკუპანტების მიერ ორი დღის წინ გატაცებული მიქავა გაათავისუფლეს

რუსი სამხედროების მიერ 9 აგვისტოს გატაცებული სოფელ ტყაიას მკვიდრი თენგიზ მიქავა თავისუფალია.

მიქავა მდინარე ენგურზე თევზაობდა, როდესაც ის რუსმა ჯარისკაცებმა ენგურის მეორე ნაპირზე გადაიყვანეს. მოგვიანებით, ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ თენგიზ მიქაძე გალში იყო გადაყვანილი.

ოკუპანტების მიერ მდინარე ენგურის სანაპიროდან კიდევ ერთი გატაცებული უტა სამუშია გუშინ გაათავისუფლეს.

კომენტარები ()